ზეცას შევაგებე გულის არითმია,
დაბლა სიცხეა და მთაში წვიმებია.
ნისლბმოხვეული დგანან მწვერვალები
მზემ ცრემალდ ატირა თეთრი კავკასია.
ისევ მენატრები!ნეტა ,როგორ ხდება?
უყვარდათ,დამთავრდა,ჟინი გაუნელდათ.
მე რომ არაფერმა მაინც არ მიშველა,
რომ არც დამთავრდა და არც რამ გამინელდა.
ვისთვის-ერთგულება ფუჭი სიტყვებია,
ვისთვის-სიყვარული სიტყვის მასალაა.
ჩემთვის,ყველა გზები,შენს გზას შეუერთდა
აღარც საშველია,აღარც აღმასვლაა.
ისევ ტყეში მინდა,მთებში დავიკარგო
ნურავინ მიკითხავთ,რაში მედარდება.
სანამ არსებობამ კიდევ შემიფარა,
ვიდრე გულგრილობამ დამმართა ციება.
ჩემთვის ერთად-ერთი სივრცის დაუნჯება
შენი თვალებია,შენი ხელებია.
ჩემი სიჯიუტის, მძიმე პანაშვიდი
კლდეზე ჩანჩქერებმა კვლავ გადამიხადა.
ბნელოდა ყველგან და ის