მაპატიე, უფალო ,უმიზეზოდ დაღვრილი თითოეული ცრემლი,საყვედურებით გაბერილი სიტყვები,
ძილის წინ არ ნათქვამი \'\'მამაო ჩვენო\'\' , ტაძრამდე ვერმისული ზარმაცი ნაბიჯები,
ხატების წინ პირჯვრის გამოუსახველობა მაპატიე, უფალო...
მაპატიე, ვერდამცხრალი ვნებები, ჩემი გულისთქმანი,ჩემი შეცდომები,რომლებიც ჭაღარასავით მომრავლდა ბოლო ხანს...!
მაპატიე, ჩემში არსებული შენი არარსებულობა, უფალო, მაპატიე, თითოეული შენთვის ვერ დანთებული სანთელი...
მაპატიე, იმ გზიდან გადახვევა, ჩემამდე მოგიყვანსო რომ მეუბნებოდი...!
მომიტევე, უფალო, რომ არაფრის კეთებაც კი მღლის და ყოველ წამს გსაყვედურობ, რომ რთული ცხოვრება მარგუნე! არა და...!
მართლა დავიღალე, უფალო...მხრებით რამდენ, მხოლოდ შენთვის ხილულ ცოდვას ვატარებ და მძიმეა უფალო,