5 წელია თამთა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მისი სტუმარი არ ილევა ჩვენს სახლში. დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვეწვივნენ. ნორვეგიიდან ჩვენს გასაცნობად ჩამოვიდა იმ ავბედით დღეს ტერაქტის დროს დაღუპული 23 წლის Gunnar Linaker-ის მშობლები. საერთო ტკივილმა წამებში დაგვაახლოვა. იყო მოგონებები, ბევრი ცრემლი და მიუხედავად ყველაფრისა სევდიანი,მაგრამ კმაყოფილი ორი ოჯახი.