შალვა (ქართული) ეტიმოლოგია დაუდგენიელია, შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში: ” დედას კაცი მოუვიდა: ” შენ შავლეგი მოგიკლესა “… შალვას დედა მოტიროდა, მოიშლიდა გიშრის თმასა ” (ქხპ, XI, 17). შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში: შავლაძე, შავლიძე, შაველაშვილი, შავლიაშვილი. შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი შალვა თორელი (ახალციხელი). შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია XVII ს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური შალ