ბოლო წამებია დასასრულის,
მრავალწერტილები მრავლდებიან.
თითქოს გაგრძელება აღარ მაქვს და
მხოლოდ წარსული მაქვს დარჩენილი.
შენ ხარ ამ ცხოვრების გაგრძელება,
გზები უსასრულოდ სადღაც მიჰქრის,
თუმცა სულ არ ვიცი რა გზებია,
ხიდი უფსკრულებზე გადებული,
მაგრამ არ მანაღვლებს სად ვმთვარდები,
თუ კი შენ იქნები დასასრულში.
ბოლო წამებია სურვილების,
იქნებ ოცნებები არ კვდებიან,
იქნებ იბადება სიყვარული,
ისე როგორც ქართულ ზღაპრებშია.