დილით, ისევ უკოცნელად მიმატოვებ,
შენზე ფიქრი, ცივ ლოგინში შემოთბება,
ამ განთიადს, ღამის ალერსს ნუ ათხოვებ,
თორემ ისევ დარდის ფარდა ჩამოწვება.
უტირალი, უთვალავჯერ ამატირე,
ნაწამები, კიდევ უფრო გამაწამე...
საბოლოოდ, მერამდენედ გაგაცილე?!
გევედრები, რაც არა ვარ, ნუ დამწამებ...
შენზე დარდი, შენზე ფიქრი შევიფერე,
პირველი ხარ, ვინც ამანთო, თუ ირწმუნებ...
შენ იყავი, ხარ, იქნები, ახლაც, მერეც,
ოღონდ ნატანჯ სიყვარულს ნუ დამიწუნებ...
KAXA DOLIDZE.
19.04.14