ყოველთვის როცა ურთიერთობა მთავრდება რა უნდა გააკეთო რომ ის ადამიანი დაივიწყო რომელიც შენთვის ყველაფერია? ფორმა შეუცვალო სიყვარულს?? "მეგობრობით" შენიღბო რომ მაინც მის გარშემო იყო?? ჩემთვის რომ ვინმე ეკითხა წლების წინ ვუპასუხებდი ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტე და თავაწეულმა წინ იარე თქო. მე როგორ ვიქცევი? მე არ შემიძლია იგივე გავაკეთო თუნდაც ამდენი წლის შემდეგ. მაინც მის მოწერას და დარეკვას ველოდები. არადა ვგრძნობ ჭაობში ვარ და თავი ვეღარ დამიღწევია. სიყვარული ნიჭია რომელიც ყველას არ შეუძლიაო მეუბნებოდა ასეთი ქრონიკული "ნიჭიც" აღარ მინდა დამღალა... უიმედობამ... მის მიმართ უაზრო სიყვარულმა დამღალა.... იმან დამღალა რომ სიტუაციის მიუხედავად ვერ დავასრულე ეს ყველაფერი ვერ ჩავკალი ეს "ნიჭი" გულში,
ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი, შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი... შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც და გათენდება უიმედო დილა უშენოდ, შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო... ამეშლებიან მოგონების ჩუმი ფიქრები და გვერდს ჩამივლის მონატრების ცივი ზმანება, თუმცა ვიცი რომ შენი გრძნობის მონა ვიქნები და გაგრძელდება უსასრულოდ ჩემი წამება... მაინც ვეცდები დაგივიწყო შორეულ სიზმრად და ჩემს ოცნებებს დავუმსხვრიო ყინულის ფრთები, მაინც ვეცდები რომ გაქციო წარსულის ბინდად და დავივიწყო ის ლამაზი შენი სიტყვები... მაგრამ ვიცი,რომ მონატრება ჩემზე მაღლა დგას და ამ მოლოდინს