"არსებობს ისეთი სიყვარული...შენგან შორს რომ არის, სიახლოვის გარეშე, რომ გიყვარს.პირველი თოვლივით სუფთა და გაუვლელი რომაა მანძილი, მაგრამ...მაინც ათასჯერ განვლილს, რომ ჰგავს.
სულით, რომ სულ'დიდობს და უმანკოებით ხარობს.
არსებობს ისეთი სიყვარული...გაღვიძებას რომ შეგაყვარებს, მზესავით რომ გითბობს ნასეტყვარ სულს. მწუხარების ჟამს უფალთან საუბარს რომ ჰგავს.
არაფერს რომ არ გთხოვს, გარდა უანგარობისა.
არსებობს ისეთი სიყვარული...ღმერთის სიყვარულს რომ ჰგავს...არასდროს გინახავს, მაგრამ მთელი არსებით გიყვარს.
შენია, შენი სულის ნაწილია, არასდროს უარყოფ, ვერასდროს დათმობ და რწმენად გაიყოლებ.
ჰო, ამას ღმერთივით უფრთხილდები, ზე'ცამდე,
სიცოცხლიდან სიკვდილამდე."
💜