მე წმიდა ნინოს ვთხოვე დედობა და თან დავპირდი მის ნათელ სახეს, შვილი მაჩუქე,დედად მაქციე, უმალ დავარქმევ შენს წმინდა სახელს, მანაც ისმინა ჩემი ვედრება და ამისრულა გულწრფელი ლოცვა, მისმა სიწმიდემ დამიცვა ცხრა თვე, შენი გაჩენაც მის თვეში მოხდა, აი,ამიტომ დაგარქვი ნინო, ჩემო პატარა,ლამაზო შვილო, გახსოვდეს მუდამ,გიყვარდეს მუდამ, შენი გამჩენი,ის წმიდა ნინო.