მე არ ვცნობ კანონს ქაღალდებზე მკაცრად დაწერილს მე არ ვცნობ სალამს იძულებით ნათქვამს,მიჩვევით არც ქალებს არ ვცნობ გამომწვევი მრუში თვალებით არც ნაძვის ხეებს ახალ წლებზე შუშის გირჩებით. მე არ ვცნობ მოყვასს თუკი იგი გადასცდა საზღვარს მე არ ვცნობ ქარებს თუკი იგი დამინგრევს ოდას არც ფიქრებს არ ვცნობ თუკი იგი სიმართლეს მალავს არც იმ მტერს არ ვცნობ შიშებით თუ ვერ ბედავს მტრობას. მე არ ვცნობ კაცებს ჩოხებით რომ ცინიზმი დააქვთ მე არ ვცნობ ვაჟკაცს შეცდომებზე თვალებს რომ ხუჭავს არც იმ ბრბოს არ ვცნობ გახსნილ კარში გოლი რომ გააქვს არც დიდ ქალაქს ვცნობ შავი კვამლით ნელა რომ მგუდავს. მე არ ვცნობ დროშებს გვამებიდან სისხლში ამოსვრილს არც იმ მეფეებს ისტორიებს რომ ვერ შემორჩნენ არც იმ ტყვიებს ვცნობ ბავშვებისკენ