არა არ მინდა ვიყო საცდური,
უბრალოდ, მინდა ვიცხოვრო მშვიდად,
მე კარგად ვიცი ჩემი ადგილი,
მთელი არსებით, რაც მართლა, მინდა,
მოპარულ სუნთქვას მეტი ხიბლი აქვს,
მაგრამ, რატომღაც, ეს მე არ მხიბლავს,
არ შევეხები, სხვისთვის კუთვნილ, გულს,
ვიცი, უფალი, ასეთად მქმნიდა,
ნანატრ სიყვარულს არ მოვიტაცებ
და რაც მეკუთვნის, მხოლოდ ის, მინდა,
ფულს და ქონებას არ ვეძალები,
უამისობა არასდროს მჭირდა,
ბედნიერებას თუ მივაგენი,
უნდა ვიცოდე, რომ მართლა ღირდა,
ჩემს ღირსებას კი ვერ შეეხება,
გული რომელიც სიცრუეს ქმნიდა,
მხოლოდ მთავარი როლი მწყურია,
მე სხვა როლისთვის ბრძოლა არ მინდა,
ყალბი სცენარი მე არ მჭირდება,
რომლის წაკითხვაც არასდროს ღირდა...