. . .
გაგეცინება და სექტემბერი,
გახდა მარტის თვეზე ახლობელი.
ისევ ჩაკარგული სიმწვანეში,
ისევ სიცოცხლის არ დამთმობელი.
გაგიკვირდება და ხეზე სხედან
ლოყაალეწილი ბეღურები,
ფოთლებს წასასვლელი ჟამი უდგათ,
გულზე აწერიათ:-"დავბრუნდებით!"
წვიმით აქა-იქა დაჭორფლილი,
წელში იხრებიან ყვავილები.
ფიქრით მოგონება დაკოპლილი-
ღმერთო,არასოდეს დავიცლები!
მე ხომ ასთი ვარ,არ ვიცვლები!...
სულში ატმისფერი ვარდებია...
თითქოს არასოდეს მტკიებია,
დარდიც-თითქოს,სხვისი დარდებია...
გზიდან იცქირება მოლოდინი,
ბედი არაფერს არ მეკითხება.
ღმერთო,კიდევ მინდა სიცოცხლე და,
ღმერთო,შენ ხომ აღარ გეწყინება?!
რადგან ასეთია სექტემბერი-
ტოტებს რომ უმშვენებს დამწიფება,
ღილებაწყვეტილი ბროწეული,
ტკბილი,გულიანი გაღიმება...
ფიქრად არამაქვს