ყველაზე გაუგებარი იმ ადამიანების მდგომარეობაა, ვინც ტაძარში დადის, მაგრამ ყოველთვის სხვისი ცხოვრებით არის დაკავებული. გადაყვითლებული ინფორმაციების მოსმენას და გავრცელებას, სჯობს სახარება გავიაზროთ. მესმის, კითხულობთ, მაგრამ უკუღმა. შევირგოთ წირვა-ლოცვის მადლი. თუ იმისთვის დავდივართ, რომ უმთავრესი მოთხოვნილებაა და სხვანაირად არც შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ისიც, შენს გვერდით მყოფს იქნებ სხვა ღირებულებები გააჩნია, ან იქნებ შენ გესმის სულიერება არასწორად და მისთვის აბსოლუტურად უფრო მეტია, ვიდრე გაუგებარი აკრძალვები. როგორ შეიძლება იძულებით მოანდომო ვინმეს თუნდაც სიყვარული და ლოცვა. ქრისტე ამბობს-წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო. ნურც იმას იფიქრებთ, რომ თქვენ გადარჩენილები ხართ და დანარჩენი კაცო