როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ, ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავ, და ცხოვრებაც გიხარია, გიხარია იმიტომ რომ , იცი ყოველდღე გაიგონებ იმ ლამაზ სიტყვას საყვარელი ადამიანისაგან, სიტყვას, რომელსაც ასე მოწიწებით უფრთხილდები, სიტყვას, რომელიც ძალას და მხნეობას გმატებს, სიტყვას, რომელიც ყველაფრად ღირს ამ ცხოვრებაში, სიტყვას რომლის ბადალიც ქვეყანაზე არაფერია და ეს მხოლოდ ერთი პატარა, თითქოსდა არაფრის მთქმელი ,თუმცა ბევრის აღმნიშვნელია და ეს სიტყვაა „ სიყვარული“.