მე თქვენში ვხედავ სიცარიელეს, თქვენი სული დღეს გაყინულია ნიღბებ აკრული დაფარფატებთ და, ვერ გაგიგიათ თუ რა გწყურიათ. შეგჭამათ ბოღმამ, და შურმა დაგღრღნათ ყალბი ღიმილი შეგრჩათ სახეზე, ერთმანეთისა გჩვევიათ ლანძღვა, მაგრამ ზურგს უკან, არა სახეზე. ნუთუ, სარკის წინ არასდროს მდგარხართ განა მინისას!? არამედ სულის!!! ნუთუ ვერასდროს იგრძენით დაღლა, იმ უცოდველი ბავშვური გულის. სადაც ჯერ კიდევ სიკეთე ცოცხლობს, სადაც, ჯერ კიდევ სიყვარულია სადაც გამოწვდილ ხელის იმედად, გამართლებული სიხარულია. ნუთუ არასდროს გიგვრძნიათ რამე, რამე მცირედი სიყვარულისა, რატომ ვერასდროს ვერმოიშორეთ, შური,ღვარძლი და ბოღმა გულისა!!! მ.თ