,,მთვარე-ძაღლიშვილი,ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია,მაგრამ -პოეტურად!
არის მიტოვებაც,მაგრამ -გალანტური!
ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ ორი ღერი)
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან,თორემ ვინ ოხერი.
რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას
დილით მიპოვნიან ალბად მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.
ქალაქს გადავხედე ,თვალი ამარიდა.
ისე მედიდურად,მისთვის დანაბარებს...
მთელი დედამიწა,ჩემი ფანჯრებიდან,
მოსჩანს დამიჯერე -ბევრი არაფერი...
და,ეს ლექსიც ,თითქოს სხვათაშორისია,
ფიქრიც მიძნელდება....
იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას,სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფიზივით