ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნახევარი არგია სხვას და არც შენ - სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა. ხანჯლით შუაში გაჩეხილები არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია"