ჩემს ცხოვრებას ბავშვობის სუნი აქვს . . . ჩემი მშობლების . . . სიკეთის . . . მეგობრობის . . . გაზაფხულის . . . ჩემს ცხოვრებას წარსულის სუნი აქვს . . . გულწრფელი სიყვარულის . . . ერთგულების . . . ზაფხულის . . . ჩემს ცხოვრებას სიცოცხლის სუნი აქვს . . . სევდის და სილაღის . . . ( ეს ორი ხშირად მერევა ერთმანეთში ) ზოგჯერ მარტოობის სურნელით გაჟღენთილი ვზივარ ჩემთვის და არაფერს არ ვგეგმავ. ჩემს ცხოვრებას უამრავი გრძნობის სუნი აქვს . . . ყვითელი შემოდგომის . . . ზოგჯერ უშენობის / ან უჩვენობის . . . ჩემს ცხოვრებას მომავლის სუნი აქვს . . . ზამთრის . . . სითეთრის . . . და იმ ფერების დრომ რომ გაცვითა და გააფერმკრთალა . . . ჩემს ცხოვრებას კი მაინც ბავშვობის სუნი აქვს . . .