მე თავისუფალი ვარ. ღმერთის გარდა, "უფროსი" არ მყავს. პატივს მივაგებ იმათ, ვინც ოდესმე მაღალ ფიქრსა და ქცევას გამოხატავდა ან გამოხატავს.
ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის: სიყვარული, ღირსება, მსახურება და თავისუფლება. ოთხივე ერთად ჩემი რწმენის ურყევი საფუძველია.
არასდროს ვიღლები ცხოვრებით, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს: ვცდილობ ადამიანის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოვხატო. ეს ბოლო ჩემი საყვარელი საქმიანობაა - ძალიან მიხარია, როდესაც ის იღიმება, ვინც მიყვარს.
დრო მთლიანია. სხვაგვარად ის არ არსებობს. სამყაროს დაბადების პირველი წამიდან ბოლო წამამდე ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და გამოხატავს. არავინ და არაფერია უერთმანეთო აზრით სავსე.
კაცის მთავარი პასუხისმგებლ