ჩვენო მფარველო, ჩვენო იმედო,ღმერთო მაღალო,ღმერთო ძლიერო,
ოცდაათ ვერცხლად გამეტებულო,ჯვარზე გაკრულო ჩვენო იესო,
უბრალო ქალში ჩასახულო და ცხოველთ სადგომში დაბადებულო,
ცისKრის ვარსკვლავით გაბრწყინებულო,უცნობ მწყემსთაგან თაყვანცემულო.
გაჭირვებულთთვის ლამპრად ქცეულო,უფლისვე ნებით კაცადქცეულო,
შარავანდედით გარშემოსილო,ცოდვილთ ცრემლთათვის გულკარგახსნილო,
დაუღალავო მოძღვარო კაცთა,მკურნალო ბრმათა და შეურაცხთა,
შემწყნარებელო,მიმტევებელო და აღმდგენელო გარდაცვლილ გვამთა.
ჯვარცმამდე,ღამით ლოცვადამდგარო,გათენებისას ფერგამოცვლილო,
რასაც სჩადიან არ იციანო,ზეაღმართულო,ცრემლით მლოცველო,
მკვდრეთით აღმდგარო,ამაღლებულო,ძეო მჯდომარევ მარჯვნივ მამისა
ჩვენგან ტანჯულო,გამეტებულო,ისევ შენ გვაძლევ იმედს ხვალისა.