თუში მეცხვარენეტავი წუთისოფელი
მწარედ არ გამომეარა,
ხუთი წლის როცა ვიყავი,
სხვებს დედა ჰყავდა - მე არა.
შვილს ალაღებდა მშობელი,
დედინაცვალი - მე არა,
სხვა ყველა თამამი იყო,
ობლად დამრჩალი - მე არა,
სხვას ყველგან უფლება ჰქონდა,
საპურე ”შკაფთან” – მე არა,
ზამთრის სუსხიან დღეებში
სხვას თბილად ეცვა – მე არა,
შევაღე სკოლის კარები,
ნეტავ ბოლომდე მეარა,
ჩემ კლასის ამხანაგებმა
ყველამ ისწავლა - მე არა.
სიმღერის გაკვეთილებზე
სხვები მღეროდნენ, მე - არა,
დასვენებაზე ეზოში
სხვები ხარობდნენ, მე- არა.
ცოდნასა ვნატრობ ამ ქვეყნად,
სხვას თუ რცხვენია, მე - არა.
გამლაღებიყო სიცოცხლე
- ქვეყანა შემომეარა.დავით არინდაული