მე ვარ შენი;
შენ - აგრიეს;
მე ვაშენე,
შენ - ანგრიე,
მე მახსოვდი,
შენ - დამკარგე,
მე რა ცუდი,
შენ - რა კარგი.
მე სულ "ახლა",
შენ სულ "ხვალე",
მე და დაღლა?!
შენ დამღალე.
მე - ნიჩბებთან,
შენ - აფრაზე...
მე შენ ისე გამაბრაზე...
თვალს რომ ვხუჭავ,
ვხედავ იებს,
დაფლეთილებს და პაწიებს!
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ.
მე შენ აღარ გაპატიებ!
ბესო ზანგური