სასაფლაოზე ასკილის რტო ქანაობს კენტი
და გაზაფხული ფეხაკრებით მიჰყვება ჭალას,
ვიღაცა სოფელს ეშურება და თითქოს კენტით
მოარბევს ტყეებს და სიხარულს ვეღარა მალავს...
მამა,ეს შენ ხარ შენს თვალებში ჩამწვარა ღამე,
სად გეჩქარება?ვეღარა გიცნობს ეხლა სოფელი,
ხედავ?!ჭალებში სხვა ბიჭები შენს ყანებს ხნავენ,
შენ,არა რა გაქვს სამზეოსთნ გასაყოფელი,
რად მიცქერ უბრად?დედას სევდა რად დაეუფლა?
აღარას შესთხოვს შვილებისთვის ძილისწინ უფალს,
დაუკრეფია დამაშვრალი ხელები გულზე,
და მოწყენილი გაზაფხულზე შენს საფლავს ვუმზერთ...
ასკილის ტოტზე თითქოს ჩვენთვის იდუმალ ენით,
გალობს ფრინველი და სოფელშიც ჩუმად ღამდება,
მაგრამ იცოდე,ქვეყანაზე სიცოცხლე შენი
ვიდრე მე ვცოცხლობ ,არ გათავდება!!!!