სიტყვა ძლიერთა მსმენელო, უცნაურისა მცნობელო, ქრისტიანეთა ზღუდეო, მფარველო, გარსა მღობელო, შენ დამიფარე, დამიცევ, იესო ქრისტეს მშობელო! ცხოვრების წყაროს ემბაზო, მბანელთა არგამზომელო, კანას წყლის ღვინოდ მსმეველო, მექორწილეთა მთრობელო, მასვი მე , მადლით მწყურვალსა, იესო ქრისტეს მშობელო! ღვთის სამსხვერპლოო ფურნეო, ცხოვრების პურთა მცხობელო, განმაძღე მადლით მშიერი, იესო ქრისტეს მშობელო! მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო, შენ განმინათლე გონება, იესო ქრისტეს მშობელო,მიხსენ დედაო ღვთისაო და ჩემო ხატ_სალოცველო!!! მარიამ, ქრისტეს დედაო, ასულო სიონეველო, შენ მეო_მეყავ ცოდვილსა, ქალწულო, ღვთისა მხეველო!!!