თიბათვე...
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
"დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები".
"აბაბა!" "ეშმაკმა დალახვროს!" -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
"მზით იფშვნიტებაო ბალახი",
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
"ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!" -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
"წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ..." -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილ