ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობ… მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია… მხოლოდ იმისთვის, რომ ღამე მესიზმრები… მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის, შენი ნაზი ხელებისთვის…მიყვარხარ სულის უშორესი ძაფების მიღმა...
"ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ..." რევაზ ინანიშვილი