სამშობლოს ძახილზე ტყვიავთან , შინდისთან სამოთხის სავალი მოკლე გზით გადაჭრეს. მართლები უფალთან , საკუთარ სინდისთან.... და ბოლო ძახილით - მამული გადარჩეს ! გზა და გზა ვიხსენებთ მოხდენილს დანარჩენს. ჯარი და ტექნიკა მტერმა აქ მირეკა. მომხდური სახტად რჩა. ბიჭები აქ დარჩნენ შინდისის გმირებად , სინდისის გმირებად ! გმირობა სულ სხვაა , თუნდ კაფონ ძეძვები. ვერ შეძლებს ამგვარად , ვინც უნდა იჩემოს. ამაოდ გიხმობდით . ამაოდ გეძებდით. ზეცისკენ წასულხართ ,შინდისის ბიჭებო !