დღეს, 9 აგვისტოს, ჩემი მეუღლის იაშა ცხადაძის დაბადების დღეა!!! აგვისტოში მისცა მას უფალმა სიცოცხლე და ათი წლის წინ, 1 აგვისტოს მიიბარა მარადისობაში, მოულოდნელად, დილით სამსახურში მანქანით გასული დღის ორ საათზე თავზარდამცემი გლოვით მოვასვენეთ მე და ჩემმა შვილებმა, ცირამ და ჯაბამ... უმისოდ გავატარეთ მძიმე ათი წელი, რაც დრო გადის უფრო და უფრო მძიმდება... დღეს კი ოთხი ყვავილი ამკობენ უცნობი ბაბუას საფლავს, გიგი, გაგა, ნუკი და ემილია,. მძიმე კითხვებით მიკლავენ გულს,- სად არის ჩვენი ბაბუა, ჩვენთან რატომ არ მოდის. მე კი ვპასუხობ, რომ ის ზეციდან ხედავს მათ და თუ კარგები და ჭკვიანები გაიზრდებიან მას გაახარებენ.