*** როდესაც ჟამი კუბოს რაზებს გამანაპირებს და სულს ცოდვები არ დარჩება ჯვარცმული ღმერთის' წამოვიზმორებ აღვასრულებ იმ დანაპირებს' რომ უწინდელი სიყვარულით აღვსდგები შენთვის'. ტანდაძენძილი შენ სარკმელთან ავიძაგრები, დახრწნილ თითებით გადავაღებ დაცემულ ფარდას, აღმუვლდებიან ჩემს ხილვაზე ავი ძაღლები, სუნის სიმძაფრე რომ აღუძრავთ ცხოველურ მადას. გიხილავ მამრთან მოცახცახეს,როდე საც ურცხვად ექვეშაგები და იურვებ თეძოთა ალებს, ამოტირებას შევეცდები ცოდვილი თუმცა ცრემლად მატლები გადმისცვივათ ნამიწარ თვალებს.... და გაგშორდები სიძვის ეშვით დასისხლულ მხევალს, ვინაც რომ ნებსით ისანთელე სულის მირაჟი, წავალ,ხრიალით გავახოხებ დახრულ ხერხემალს, რომ მეორეჯერ მოსაკვდომად ჩავწვე მიწაში. ლ.ალავერდაშვილი