-როგორ მიხვდები რომ ,,შენი ადამიანი” იპოვე?
-მგონია, რომ მასთან სასაუბრო თემა არ გამომელევა; ყოველთვის სიამოვნებით მოვუსმენ, მაშინაც როცა უკიდურესად დაღლილი ვიქნები;
გავუგებ და ისიც გამიგებს. მასთან გულახდილი ვიქნები, მაშინაც კი, თუ სიმართლე მწარეა, ისიც გულახდილი იქნება ჩემთან, ტყუილი უბრალოდ არ დასჭირდება. რომც სცადოს, თვალები ჩაუშვებენ… ჰო, თვალებში ამოვიკითხავ, როდის რას გრძნობს და რისი თქმა უნდა ან არ უნდა.
მას ეცოდინება, რომ იდეალური არ ვარ, მაგრამ ჩემი ნაკლიც ეყვარება. სწორედ ამიტომ ვეცდები, რომ უკეთესი გავხდე. უფლებას მომცემს გრძნობებისგან დავიცალო, თუნდაც ვიყვირო, ვიტირო და ისტერიკა დავიმართო…
როცა გაცეცხლებულსა და სახეალეწილს ან ავადმყოფს დამინახავს, არ გაიფიქრებს, რომ არჩევანში