დავლევ კიდევ ბევრს,შენ ვერ დამიშლი,
აღარ გაქვს ნება იზრუნო ლოთზე.
სუფრასაც მარტო ჩემთვის გავიშლი,
და რეალობას გადავცვლი ბოთლზე.
დავლევ და ლექსად გადაგათეთრებ,
დავლევ და სუნი ამივა ღვინის,
გუშინწინ,გუშინ,დღესაც ვათენებ,
ცუდი მესტუმრე აღმოვჩნდი ძილის.
წვეთებად ჩაგთვლი სავსე ჭიქაში,
გრადუსად გიგრძნობ ნათენებ ტვინში,
თავს გავიმართლებ უფლის წინაშე,
ეს ბოლოა-თქო...ვატყუებ პირში.
ვერ დავუმალე ვერცერთი ჭიქა,
ზეცისკენ გარბის თვალები დღესაც,
უსიტყვოდ სვამსო რომელმა,ვინ თქვა?
სადღეგრძელოს ვცლი მისას და შენსას.
დავლევ და ვიცი,იტყვიან:რას გავს!
საქციელს წუნობს ძაფები ჭორის,
ყვებიან ლოთის უმსგავსო ამბავს,
თან ამატებენ,,ალბათ,,და ,,მგონის,,
დავლევ კიდევ ბევრს და ვერ დამიშლი,
ალადასტურად შეგიცნობ ამ წამს,
თ