იცი საოცარო მონატრებავ, ჩემში გრიგალივით შემოვარდი! გული მომგლიჯე და გაიტაცე, ფიქრში დამიტოვე სველი დარდი. ჩემო ცრემლიანო მონატრებავ სულში რომ გამიჩნდი ნიაგარად– მიანგრ–მოანგრიე რაც ვაშენე, ცრემლიც ხომ მაჩუქე ნიაღვარად.. ჩემო უნაპირო სიყვარულო, გრძნობის ზვირთებად რომ მეხეთქები, ასე გაშმაგებით რად მიყვარხარ?! თითქოს ჩემთან ხარ და მენატრები.! ეხლა ეს საღამო გამაგიჟებს, წუთი უშენობის ფიქრად მათოვს, ჩემი მონატრების ამ თავსხმაში ეს დღეც ტკივილებით ნაშენია, ვიცი შენი გულის დერეფანში ჩემი სიყვარული ასვენია!..