ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა სჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ვერ ჰფგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია...