ნურასოდეს იტყვი რაიმეს დაუფიქრებლად.მაშინაც კი თუ ცუდ ხასიათზე ხარ,იმიტომ რომ ხასიათი ყოველთვის გამოსწორდება, ნათქვამ სიტყვებს კი ვეღარასდროს წაშლი ადამიანის მეხსიერებიდან.
"ნათლისღებას გილოცავთ!უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას.ფარავდეს სრულიად საქართველოს ნათლისღების მადლი!".