Wi-Fi თუშეთში და ინტერნეტიზაციის შესაძლებლობები სხვა მთიან რეგიონებში.ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ქუმელაურთა, ზემო და ქვემო ომალო, შენაქო, დიკლო, ბოჭორნა, დოჭუ, გოგრულთა, ილიურთა, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი, ალისგორი, კოკლათა, ვეძისხევი, დადიკურთა, წოვათისა და ალაზნისთავის ნაწილი; ჩიღო, დართლო, კვავლო, დანო, ფარსმა, გირევი, ბასო – თუშეთის 30–მდე სოფელში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.
მომსახურებით 30–მდე აბონენტი სარგებლობს, ძირითადად საოჯახო სასტუმროები. 200 ლარი ღირს ინტერნეტის მისაღებად საჭირო ტექნიკა და მონტაჟი. ფიზიკური პირებისთვის არსებობს 30 ლარიანი (2-3 მბ/წმ), 50 ლარიანი (4-5 მბ/წმ) და 150 ლარიანი (8-10 მბ/წმ) ინტერნეტ–პაკეტები. მეწარმეებისთვის 50 ლარი ღირს 2-3 მბ/წამში, 100