ნოდარ დუმაძე დედაზე . . .
,,-დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს,
შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ
არის? შენ ღმერთი რა გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ
იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და
უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის
უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი.
ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში
არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო,
ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი
ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე