გამიშვი . . .
გაუცვდა სამყაროს ფერები.
გამიშვი,
მე უკვე აღარ მსურს ლოდინი!
გამიშვი . . .
ტყუილად ვდგავარ ლოდივით.
გამიშვი,
ოცნება ვისწავლო თავიდან.
გამიშვი,
დავფარო ცხოვრების ვალები.
გამიშვი . . .
მე წავალ დღეს წინა კარიდან.
გამიშვი . . .
მაგრამ ხვალ ნუ დამემალები
არ მიშვებ,
მაგრამ მაინც მივდივარ.
არ მიშვებ,
მაგრამ მაინც მშორდები.
გამიშვი . . .
მე ვხტები სამყაროს კიდიდან.
არ მიშვებ,
ვრჩები და სიცოცხლეს ვმონდები . . .
გამიშვი . . .
გახუნდა ნახატზე ფერები.
გამიშვი . . .
შორიდან მოგეფერები.
გამიშვი,
ჩრდილები მივფანტო ნატელში.
გამიშვი,
სურვილი ჩავუთქვასანთელში.
ვიცი . . .
გინდა, რომ გაქციო ტკივილად.
ვიცი . . .
გინდა, რომ დავუშვა აფრები.
გამიშვი,
ხომ ხედავ ჩემით ვერ მივდივარ.
გამიშვი.
გავფრი