მეპატიოს
ვთამაშობდი.. ვიცინოდი... ვხარობდი...
ქუჩა–ქუჩა დავედევნე მაქციებს.
არ მიყვარდა, სიყვარულშიც ვდარობდი,
მეპატიოს... წყალი ღვინოდ ვაქციე.
ღამდებოდა, მზე კალთაზე შევიბი,
თენდებოდა, ღამის მადლი დამდევდა.
იალაღზე რად მინდოდა ლეიბი,
სასთუმალთან უხმოდ ფიქრი ათევდა.
ვფანტავდი და ვპოულობდი ოცნებებს,
სუფრა მქონდა საქეიფოდ გაშლილი.
წინ ვუსწრებდი ჯერარყოფილ მოვლენებს,
მეპატიოს... კოსმიური კავშირი.
ერთი პური ვამყოფინე დამაშვრალთ,
დავასვენე ჩემს საკანში მტარვალი.
ღმერთი მყავდა ოლიმპოზე თამადად,
სადღეგრძელო დაილია მრავალი.
გავიცინებ, ვითამაშებ, ვიტირებ,
სიყვარული თან დამყვება იმედად.
"ასეთი ვარ, ვერ გაიგეეთ?"– ვიყვირებ,
მე კიარა, თვით უფალმა ინება.
👌👌👌👌👌👌👌👌👍👍👍👍👍😊😊😊