მარტოობა სიძლიერეს ნიშნავს!
ძლიერ ქალს ყალბ ურთიერთობებს მარტოობა ურჩევნია მოსიყვარულე, ჯანსაღი ურთიერთობა გვაძლევს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი და სრულყოფილი იყოს. ამის საპირისპიროდ, მარტო ყოფნა ნეგატიურ მდგომარეობად არ შეიძლება განვიხილოთ.
მარტო ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ მარტოსული. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ეშინია მარტო დარჩენის.
მარტოობა ეს არის საუკეთესო მომენტი თქვენს ცხოვრებაში, რათა პირველ რიგში დაიწყოთ ურთიერთობა საკუთარ თავთან, შეიცნოთ საკუთარი „მე“ და დაიწყოთ საკუთარი თავის შეყვარება.
ძლიერ და თავდაჯერებულ ქალებს სუსტი ქალებისაგან ის განასხვავებთ, რომ მათ კარგად იციან საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობა. ასევე ზუსტად იციან საკუთარი თავის ფასი და ისიც, თუ რა უ