გახსოვდეს, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან… მაგრამ შენ არ შეშინდე, რადგან მათ სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის, გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ… ამიტომ ნუ შეშინდები, სულიერ კლდედ იქეცი… არასოდეს, არასოდეს არ დანებდე ბოროტებას! თუკი იგი შეგეხება, ან სულაც “ჯვარს გაცვამს” და დაგანაწევრებს – არ დაუთმო, ქედი არ მოუხარო… უდრეკად, გამართულად იდექი შენი გულის ზნეობრივ გალავანზე. ჩემო კეთილო შვილო, როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ “კლდეები” მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან… ამიტომ გევედრები, იმ სულიერ “კლდედ” იქეცი, რომელზეც, ღვთის შემწეობით, სატანური ნიაღვრის ყოველი შეტევა დაიმსხვრევა! შეიქენ კლდედ და ნუ შეშინდები… უფალი გიმზერს, გაკურთხებს, გვირგვ