მეგობრებს არ ვირჩევ სიმდიდრის მიხედვით, ვინ როგორ ცხოვრობს, ან ვის როგორ აცვია, არ მინდა ჩემს გვერდით, არავინ ისეთი, ღარიბზე რომ იტყვის: - მე რაში მარგია. მეგობრებს არ ვირჩევ თვალების ფერით და არ ვზომავ მის ასაკს, წონას ან სიმაღლეს, ჩემთვის მეგობარი - ჯილდოა ღმერთისგან და უფლის წყალობა , ამ ცოდვილ მიწაზე