ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები, შარვალს ცარილი ჯიბე გამოჩრია, ისევ მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები ვხვდები თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან მაგრამ არაფერი სხვა რა მედარდება მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე დღეში თითო დარდი მაინც მემატება ყელში ამოვიდა ჰოდა დავიჯერე რომა ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა ჩემთვის მხოლოდ მისი თბილი თითებია მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან ჰოდა მოდით ძმებო თავი დაბანებეთ თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია მეკი მას მოვძებნი მთელი გამალებით სულში ახლა ისევ ფეთქავს არითმია რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია ვეგარ დამეწევა უკან ბარეორი ახლა ეს ცხოვრება ჩემთვის ჰაერია მხოლოდ ნაბიჯიმაქვს ისევ არეული
გინდათ მნახოთ მართლაც ვინ ვარ ?! მაშინ მნახეთ მთვრალი, ნახეთ როგორ მელანდება უდაბნოში წყალი, ნახეთ როგორ მელანდება მთვარის სხივი მკრთალი .. თუ მთვრალი ვარ ყველა მიყვარს , უფრო სამართალი მინდა ყველას მოვეფერო ყველას მოვეფერო მინდა, და სუყველას დავუხატო სიყვარულის სფერო, მე თუ ვთვრები გულით ვთვრები , და ვღიღინებ ნელა , ძალზედ ხშირად რატომ ვთვრები ? მე ხომ მიყვარს ყველა ..