იცი რა მინდა ყველაზე მეტად? შენთან ერთად რომ დილას ვხვდებოდე, ბაგიდან სუნთქვას რომ ვიტაცებდე და მერე მკერდში გეხუტებოდე, მშვიდად მძინარეს ფრთხილად გკოცნიდე, თან შენს სურნელში ვიკარგებოდე, მხოლოდ ის მინდა, რომ შენს სიყვარულს ყოველ საღამოს ველოდებოდე, იცი რა მინდა ყველაზე მეტად? ისე გიყვარდე, არ გეთმობოდე და ყოველ დილით ამ სიყვარულის გასაოცარი სუნთქვით ვთვრებოდე....
რა არის ცხოვრება? არც არაფერია. დღეს თუ ვართ,ხვალ უკვე წარსულში დავრჩებით.არავინ არ ვიცით,დრო ვის სად წაგვიყვანს.ვიზრუნოთ სულისთვის და არა ხორცისთვის.ვაჩუქოთ ერთმანეთს, სითბო და სიკეთე.გაუთბოთ ერთმანეთს ნატკენი გულები.გული თუ გატკინეს!? დახუჭე თვალები,და ნუ გაიფიქრებ უსურვო მას ცუდი. გიყვარდეს მოყვასი, თავისივე ცოდვებით.უფალი შეუნდობს! შენ ნურასდროს განსჯი..არასდროს დაკარგო! რწმენა და იმედი..და დილას ხვალისას შეხედე იმედით.ადიდე უფალი! და უფლის მცნებები,იზრუნე სულისთვის და არა ხორცისთვის.ეს არის ცხოვრება, ჩვენ კი ვართ სტუმრები..დღეს თუ ვართ ცოცხალნი ხვალ აღარ ვიქნებით..