. . .
არავის გამო არ ღირს წუხილი
და მითუმეტეს არაფრის გამო!
თუ შეამჩნიე ყალბი ღიმილი-
შენც გაუღიმე,რომ მიხვდი ნახონ!
და თუ ამხილე ვინმე ტყუილში,
არც ამის გამო მოსთხოვო ახსნა.
უფრო მეტია ძალა დუმილში-
ასეთია და "არ ესმის" რა ქნას!..
თუ უმიზეზოდ ზურგი გაქციეს,
რაღაც ექნებათ ვინძლო მიზეზი,
ამის გარკვევას ნუ მოინდომებ,
შენი სიფხიზლით კვლავ გაძლიერდი!
თუ უნებურად გაგიუცხოვდნენ-
ვერ ჰპოვეს შენთან თავის ადგილი.
ტყუილისათვის სიმართლის გვერდით
ყოფნა არ არის კარგო ადვილი!
არასდროს არვის,არაფერს სთხოვდე,
ვინც გაგერიდა გაუშვი სხვა გზით...
საპატიებლად როდესაც მოვლენ-
ასეთ მოსვლაში არ არის აზრი!
თუ აპატიე ერთხელ,მეორედ,
კვლავ პატიება მოგიწევს ასგზის.
ავი-სიავეს გაიმეორებს,
ღირსება მასში მცირეც კი არ ზის!