ვინ იცის, იქნებ, ქარია და ფოთლებსაც ურევს
ასფალტის მტვერში, შეიძლება, წვიმს კიდეც, ან თოვს...
მახსოვს, თუ როგორ არ ათხოვე ჩემს სიტყვებს ყური
და ასე, მთელი შემოდგომა, დამტოვე მარტო.
მერე? რა მერე, ტრაგიკულად დამთავრდა საგა.
ხვალ თეთრ ლენტს წითელ ხალიჩაზე სხვა წყვილი გაჭრის.
შენ მოიყოლე გაზაფხული, მოხვედი, მაგრამ
დაგაგვიანდა, მე შარშანდელ ზამთარში დავრჩი.