თუ სიკვდილია, ბარემ მე შენ ტუჩებზე მოვკვდე!
შენი სხეული მათბობდეს და თავბრუ მახვევდეს ...
თუ სიკვდილია,შენი გემო წავიღო ცამდე,
თორემ სიცოცხლე უშენობით, არის ყელამდე.
მოდი შევძინოთ,სანატრელი კოსმოსს ფერები...
მოვალ,როდესაც პულსი უკვე ბოლოა-მეტყვის.
მოვალ გიჟივით, უსასრულოდ მიგეფერები...
და თუ მოვკვდები დაე, ასე ღირსებით მოვკვდე !
ჩემი სიცოცხლე, შენ ბაგეებს გადავაყოლო.
გავთბე ბოლოჯერ, კოცნას კოცნა კვლავ დავაყოლო...
წავიღო ცამდე, მაგ ტუჩების ამბორი ტკბილი...
და მერე თუნდაც ჯოჯოხეთის გამიღონ კარი,
მე ჯოჯოხეთშიც დამწვავს შენი გრძნობების ალი....
სიყვარულია, რაც კი,მიმაქვს ჩემი საგზალი!..