ჩემი მამა, ჩემი მამიკო… შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, შენ ყოველთვის მხარს მიჭერდი რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ იყავი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ციხესიმაგრე…
თითოეულ ადამიანს სჭირდება მამა. მამა და არა სიტყვა და იცი, თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ რომ შენ ხარ, საუკეთესო, ჩემი მამა, ჩემი მამიკო.
მე მახსოვს შენი პირველი ჭაღარა, მაგრამ სავსებით ახალგაზრდული თვალები…მე ყველაფერი მახსოვს მამა
მიყვარხარ ძალიან… და მენატრები…