ისე ვარ მოწყობილი, რომ თუ ვინმე იდიოტად ჩამთვლის, ასეთი ხალხის წინაშე თავი მართლა იდიოტივით მიჭირავს, ვიქცევი ისე, როგორც იდიოტი. არასოდეს მაქვს იმის მოთხოვნილება, ვინმეს რამე დავუმტკიცო. თუ ვიღაცას უკვე ჩამოუყალიბდა ჩემზე თავისი არასწორი შეხედულება, თუ ღმერთი გწამთ, დაე, უფრო მეტად გაუმყარდეს ეს წარმოდგენა. მოხარული ვიქნები დავეხმარო ასეთებს თავიანთი აზრის გამტკიცებაში.