3 ნოემბერი შენი დაბადების დღეა. 55 წლის გახდებოდი...
წლები მიდიან,
მიფრინავენ და მეც შენთან ერთად წლები მემატება, ჩვენ უკვე დიდიხანია დემნას პაპა-ბებია ვართ. ძალიან მენატრები, ძალიან მჭირდები, ხომ ყოველთვის გეუბნებოდი : ”ჩემთვის შენ მეუღლეც ხარ, ჩემი მეგობარიც, ჩემი დამცველიც, დაც და ძმაც” - თქო.
ის დრო მენატრება ოჯახი სავსე რომ იყო სიყვარულით, სითბოთი. ბავშვები პატარები - ბაღი, სკოლა, შემდეგ სალომეს სტუდენტობა, ნათიას სკოლის დამთავრება და შენც წახვედი ცათა სასუფეველში...
დაბადების დღეს გილოცავ გია!