განწყობა? რა გითხრა, გვირილას ჰგავს,
სიცივით მხრებზე ფრთებ ჩამოყრილი,
ტკივილი სიყვითლედ სულში დაჰკრავს,
სითეთრე სხეულზე სამოსივით...
გავრთულდი, ყველა ჩემს ახირებას,
ვაბრალებ წვიმებს და წვიმა არ ჩანს,
მეგონა დუმილი აიშვებდა
და საბელს ლექსები ინახავდა.
სურვილებს ფილტვებით დავატარებ,
უსიტყვოდ ეყრება ღამე მიწას,
მოგიხმობს ხმამაღლა, წამზე ადრე,
სული, ამ სხეულის სარკმლებიდან.
განცდებით სრულიად დავიკოპლე,
ხასიათს ვაშიშვლებ, როგორც ქარი
მინდორში, ძალით რომ დაიმონებს
ყვავილს და საკაბეს ურცხვად გახდის.
ასე ვარ, რა გითხრა? მზის სხივებად,
აკეცეს ღრუბლებმა თმების სიგრძე,
დავკრეფავ განწყობას გვირილებად,
ვიქნები უბრალოდ (მე)გვირილე...